განაწილება
ABB i-ავტობუსი, ავტომატური კონცენტრატორები და პანელები
ABB არის ლიდერი ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ტექნოლოგიების სფეროში, მისი მუშაობის შედეგია უფრო უზრუნველყოფილი და რესურსდამზოგველი მომავალი. კომპანიის გადაწყვეტილებები აერთიანებს საინჟინრო სიახლეებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ნაწარმის დამზადების, მუშაობის და გადაადგილების ოპტიმიზაციისთვის. უკვე 130 წელია ABB-ს 105 000 თანამშრომელი შესანიშნავად მართავს სიახლეებს, რომლებიც აჩქარებს მრეწველობის გარდაქმნას.
აღმოაჩინეთ თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები
ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სასტუმროებისთვის, საცხოვრებელი და კომერციული შენობებისთვის. აღმოაჩინეთ თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგეხმარებათ დღითიდღე გააუმჯობესოთ თქვენი კომფორტი და კეთილდღეობა. გარდაქმენით თქვენი სახლი, სასტუმრო, ოფისი, ბიზნესი. იცხოვრეთ უკეთესი ცხოვრებით! მიეცით თქვენს თავს შთაგონების უფლება. აღმოაჩინეთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომფორტი და კეთილდღეობა.
დიზაინისა და ტექნოლოგიის გაერთიანება
ჩვენ გვსურს გავაერთიანოთ დიზაინი და ტექნოლოგია, რათა დაგეხმაროთ ისეთი ადგილის შექმნაში, სადაც ადამიანებს ნამდვილად შეეძლებათ ისე იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიას შეუმჩნევლად მოაქვს კომფორტი, მაგრამ ის ყოველთვის კარგად უნდა ეხამებოდეს თქვენს საკუთარ დიზაინსა და ცხოვრების წესს. ჩვენი ნაწარმი შექმნილია ისე, რომ ყველაფერი იყოს მარტივი, ადვილად გასაგები და მიმზიდველი როგორც ფორმით, ისე დანიშნულებით, წარმოაჩენდეს თავის არსს და ქმნიდეს თანამედროვე სახლის უკეთეს კომფორტს.
Intensis-ის ნაწარმის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები
კომპანია Intesis, რომელიც დაარსდა 2000 წელს, დღეს ლიდერია შენობების ავტომატიზაციისთვის სრულიად ახალი სისტემის შლუზების დაპროექტების, წარმოებისა და გაყიდვების სფეროში. BMS-ს მიმწოდებლები, ჰაერის კონდიცირების სისტემების მწარმოებლები, სისტემების დამნერგავები და პროფესიონალები ავტომატიზაციის ბაზარზე ენდობიან Intensis-ის ნაწარმს თავიანთი პროექტების დანერგვაში წარმატების მისაღწევად. უმაღლესი ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად ეს ნაწარმი გადის სხვადასხვა გამოცდებსა და სერტიფიცირებებს. გარდა ამისა, ტარდება დამატებითი გამოცდები კონკრეტული ბაზრებისთვის.