განაწილების ავტომატიზაციის სისტემები შედგება სხვადასხვა პროგრამული და აპარატული მოწყობილობებისგან. ელექტრომომარაგების მონაცემთა ანალიზის, შეგროვების, ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროგრამის გამოყენება ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯვას. აპარატულ მოწყობილობებში შედის სხვადასხვა კომუტატორები, პროცესორები, სენსორები და კავშირგაბმულობის ქსელის მოწყობილობები. ეს მოწყობილობები უზრუნველყოფს მკვებავი ქსელის მდგომარეობის ზუსტ ცოდნას, დაცვას, მართვას და ტექნიკურ მომსახურებას.

ეს სისტემები მუშობის დროს უზრუნველყოფს დროულ შეტყობინებებს ქსელის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების, მათ შორის გაუმართაობის დეტექტორების, ძაბვის რეგულატორების, კონდენსატორის კონტროლიორების და გადამრთველების მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია დამატებით გადაეცემა სხვა ჭკვიან საველე მოწყობილობებს, და ალგორითმები აერთიანებს მათ მონაცემთა გადაცემის სისტემებთან და მომხმარებელთა ტრანზაქციებთან. განაწილების ავტომატური სისტემების ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა მოთხოვნის ოპტიმიზაცია, აქტივების ოპტიმიზაცია, განაწილების კონტროლის ანალიზი და განაწილების ოპტიმიზაცია.

სამშენებლო ბაზარი

ka_GEGeorgian